ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

hemloft-1

HemLoft – თანამედროვე საიდუმლო სახლია ხეზე, რომელიც ჯოელ ალენმა უისთლერში (კანადა) ააშენა. ამ მიკროსახლში ყველაფერია – სამზარეულო, საძინებელი და რომანტიკული მისაღები ოთახები, სამუშაო კუთხე და აივანიც კი. და ეს ყველაფერი დაახლოებით 4 კვადრატულ მეტრში ეტევა.

hemloft-12

სახლი აშენებულია ციცაბო დაღმართზე მდგარ ხეზე და უახლოესი გზიდან 5 წუთის სავალზეა.

hemloft-2

ამ უცნაურ ნაგებობას საინტერესო ისტორია აქვს.

2003 წელს უმაღლესი განათლების მიღებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში პროექტების დაწერის შემდეგ, ჯოელ ალენი ახალი მედიის სფეროში მომუშავე კომპანიის თანამშრომელი გახდა. თუმცა კომპანია მალე გაკოტრდა და ალენიც უმუშევარი დარჩა.

2008 წლის გაზაფხულზე ჯოელ ალენმა ვინმე ჯონი – თვითნასწავლი მშენებელი გაიცნო, რომელმაც ურჩია, რომ თავისი გატაცება – დურგლობა პროფესიად ექცია.

როდესაც ჯოელმა სადურგლო სამუშაოებს მიჰყო ხელი, ბინის ქირის გადახდა არ შეეძლო, ამიტომ ავტომობილში ცხოვრობდა.

ამავე პერიოდში ვაკანსიების საიტის ჩეთში ჯოელი თავის ძველ მეგობარს შეხვდა, რომელიც მის მსგავსად ავტომობილში ცხოვრობდა. ისინი მალე დაახლოვდნენ და საერთო გასართობიც მოიფიქრეს.

მეგობრებმა შეიმუშავეს ახალი ტერმინი „სპორტული ძილი“, რომელიც გულისხმობდა შეჯიბრებას – ვინ უფრო მოუხერხებელ ადგილს მოძებნიდა დასაძინებლად. ამან ჯოელს უბიძგა მოეძებნა ახალი საცხოვრებელი (და დასაძინებელი) ადგილი… მაგალითად, ტყეში, ხეზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხეზე მიშენებულ სახლში.

ლოფტის იდეა ჯოელმა მეგობრებს – მარკს და ჯეინს გაუზიარა, რომლებმაც კვერცხის ფორმის სახლის აშენების იდეა შესთავაზეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ხის სახლის პროექტის ჩამოყალიბება.

დიზაინი დაფუძნებული იყო სამკუთხედის კონცეფციაზე. კონსტრუქციის სიმყარის შესამოწმებლად ჯოელმა მოდელიც ააგო – ორიგინალზე ¼-ით მცირე. რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ, რომელთა დროსაც მოდელის პროპორციები იცვლებოდა, სახლის ინტერიერის დიზაინის პროექტიც შემუშავდა. ამის შემდეგ კი პროექტის პრაქტიკულ განხორციელებაზე მიდგა ჯერი.

hemloft-3

უპირველესი ამოცანა შესაფერისი ხის მოძებნა იყო, რომელიც პირველ რიგში, გზასთან ახლოს უნდა ყოფილიყო, თუმცა ისეთ ადგილზე, რომელსაც ადამიანები  იშვიათად სტუმრობენ და არც ხმაური აღწევს.

მეორე ამოცანა: კვერცხისებრი სახლი კარგად უნდა შეხამებოდა გარემოს და უნდა ყოფილიყო ხის პროპორციული.

hemloft-6

და ბოლო მოთხოვნები: საყრდენი ხის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო სასმელი წყალი, სახლის განლაგებისთვის უნდა შერჩეულიყო სამხრეთ-დასავლეთი მხარე, დაღმართი, კარგი ხედით.

hemloft-4

რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ჯოელმა, ბოლოს და ბოლოს, თავის იდეალურ ხეს მიაგნო და მშენებლობაც დაიწყო.

სახლის საყრდენს რკინის 5 სალტე წარმოადგენს, დანარჩენი ნაწილის გასაკეთებლად კი ხე და მინაა გამოყენებული.

ცოტა მოგვიანებით ჯოელ ალენი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს – ჰეიდის, რომელთან ერთადაც დაასრულა HemLoft-ის მშენებლობა.

hemloft-7ამჟამად წყვილი სახლში უიქენდებს ატარებს.

hemloft-8

„მინდოდა რაღაც რაციონალური გამეკეთებინა, რაც ნაკლებად გიჟს წარმომაჩენდა. ჩემს ცხოვრებაში პირველად გავხდი იძულებული მივმხვდარიყავი, რომ რაღაც ძალიან მაგარის გაკეთება მინდოდა“, – ამბობს ალენი.

hemloft-5hemloft-9hemloft-10hemloft-11hemloft-13hemloft-14hemloft-15

ჰემლოფტს საკუთარი საიტიც აქვს, სადაც დაწვრილებითაა მოთხრობილი სახლის მშენებლობის ეტაპებისა და დეტალების შესახებ.

ჯოელ ალენის ოფიციალური ვებსაიტია: thehemloft.com