3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

car-house1

ავსტრიულმა კომპანიამ Marchi შექმნა უნიკალური სახლი-ავტომობილი, რომელსაც EleMMent Palazzo უწოდა.

car-house9

ეს არის უნიკალური ორსართულიანი სახლი-ფურგონი უამრავი ორიგინალური ფუნქციითა და შესაძლებლობით. მაგალითად, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით დივანი შეიძლება გადააქციოთ ბარის პატარა მაგიდად და სკამად.

EleMMent Palazzo-ში არის ფაქტობრივად ყველაფერი, რაც ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს – სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი და დასასვენებელი ზონები, ასევე ყველანაირი ტექნიკა და კომფორტის ელემენტი.

car-house8

მართვის ცენტრალიზებული სისტემის  წყალობით ფურგონის ყოველი კვადრატული სანტიმეტრის კონტროლი არის შესაძლებელი. ავტომობილის კომპიუტერიდან შესაძლებელია განხორციელდეს ვიდოეთვალთვალი, ჰაერის ტემპერატურისა თუ განათების კონტროლი და ბევრი სხვა რამ.

სახლი-ავტომობილი საკმაოდ ეკონომიურიცაა – მისი ბენზინის ხარჯი ანალოგებს 20 პროცენტით ჩამოუვარდება. თუმცა თავად EleMMent Palazzo-ს ღირებულება საკმაოდ შთამბეჭდავია – 3 მილიონი აშშ დოლარი :)

car-house12car-house2car-house3car-house4car-house5car-house6car-house7car-house10car-house11

528319_178575452298165_1697944356_n