Hayden Place – მუშაობისა და დასვენების ბალანსი

2Cuningham Group

საპროექტო ბიურომ Cuningham Group წარმოადგინა თავისი ახალი ოფისი Hayden Place, რომელიც LEED-ის სერთიფიკაციის ოქროს სტანდარტის მიღებაზეა ორიენტირებული.

4Cuningham Group

Cuningham Group-ის ოფისი კალიფორნიის შტატში, კალვერ სითიში (აშშ) ყოფილი საწყობის შენობაშია განლაგებული.

ოფისს საკმაოდ დიდი ფართობი – 790 კვადრატული მეტრი უჭირავს. აქ ვერ ნახავთ პერსონალურ კაბინეტებს – სივრცე ფუნქციურ ზონებადაა დაყოფილი. დღის განათების მაქსიმალურად გამოსაყენებლად ნაგებობას უზარმაზარი ფანჯრები აქვს.

6Cuningham Group

დიზაინის პროექტის შედგენისას აქცენტი ეკოლოგიურ სისუფთავეზე გაკეთდა – ნაგებობის მოპირკეთებისთვის ძირითადად ნატურალური მასალები გამოიყენეს და რაც მთავარია, მოაწყვეს ულამაზესი შიდა ბაღი.

9Cuningham Group

კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, „მცენარეები არა მხოლოდ სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლადაა საჭირო, არამედ ადამიანის ბუნებასთან მჭიდრო კავშირის შეგრძნების უზრუნველსაყოფადაც“.

5Cuningham Group

Cuningham Group-ის  ოფისის ახალი დიზაინი კარგად ასახავს კომპანიის ხელმძღვანელობის მენეჯმენტის სტილს. მათი აზრით, გაშლილი სივრცე და ბუნებასთან სიახლოვე ხელს უწყობს შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნას, სამუშაოსა და დასვენებას შორის იდეალური ბალანსის მიღწევას. ეს კი თანამშრომლების ეფექტური, გუნდური მუშაობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

Cuningham Group-ის ოფისის სხვა ფოტოები:

1Cuningham Group3Cuningham Group7Cuningham Group8Cuningham Group