XVIII საუკუნის ციხე-სიმაგრის რეინკარნაცია

მაშინ როცა ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე მონდომებით ცდილობს შუასაუკუნეობრივი ციხესიმაგრეების აშენებას, ციხე-სიმაგრეთა ნამდვილი მფლობელების შთამომავლები მომავლის სახლებში ცხოვრებას ამჯობინებენ. ანუ იქ, სადაც ჰაერის თავისუფალ მოძრაობას, შუქსა და ბუნების ენერგეტიკის შეღწევას ხელს არაფერი უშლის.

Maison L – თანამედროვე ფრანგული ციხე-სიმაგრეა სტუდია Pottgiesser Architectures Possibles-სგან. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი სახელწოდებით Maison L ხუთი სამსართულიანი ბლოკისგან შედგება და  არქიტექტურული სტუდია  Pottgiesser Architectures Possibles-ს ნამუშევარია.

1maisonlmodernfriday

თანამედროვე რეზიდენცია Maison L XVIII საუკუნის ერთ-ერთი ფრანგული ციხე-სიმაგრის ულტრათანამედროვე რეინკარნაციაა. პატარა მაღლობი, სადაც რეზიდენცია მდებარეობს, პარიზიდან 30 წუთის სავალზეა.

ბლოკები, რომლებიც მეგობრული ოჯახის საცხოვრებლადაა შექმნილი, 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული და თეთრი ცემენტითაა შელესილი.

maisonlmodernfriday

ხუთი ბეტონის სახურავით გაერთიანებული, შუშის გამჭვირვალე ციხე-სიმაგრე, თავისი კომფორტული ტერასებით, სახურავებზეა მოწყობილი და განთავსებულია ულამაზეს ორანჟერეასთან, რომელიც აქ ციხე-სიმაგრის აშენების დროიდანაა შემონახული.

8maisonlmodernfriday

თანამედროვე ციხე-სიმაგრეში  ოთხი მოზრდილი ბავშვი და მათი მშობლები იცხოვრებენ. ყოველ სახლს აქვს სასტუმრო, საძინებელი, სააბაზანო, გარდერობი და სამეურნეო ოთახი.

კოშკების შიგნით გახსნილი, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეა აქტუალური მინიმალისტური ესთეტიკით, ბეტონის კედლებითა და ჩაშენებული ავეჯით. აქ ძალიან დიდი, გადაუტვირთავი სივრცე ერთგვარი სიმსუბუქის შეგრძნებას იწვევს, დიდი ფანჯრების წყალობით კი კოშკებში თვალწარმტაცი ხედები, ცა და მზის სხივები იჭყიტება ;)

4maisonlmodernfriday

ავტორების შემოქმედებას უკეთესად მათი საიტის pottgiesser.fr/ სტუმრობისას გაიცნობთ. თუმცა თუ ფრანგული არ იცით, მხოლოდ სურათების თვალიერებას უნდა დასჯერდეთ.

6maisonlmodernfriday5maisonlmodernfriday3maisonlmodernfriday