ელეგანტური სახლი ბრიტანეთის კოლუმბიაში

ეს არაჩვეულებრივი შალე, რომელიც კანადის საკურორტო ქალაქ უისთლერში მდებარეობს, ახლახან გასაყიდად გამოიტანეს – 8,5 მილიონ აშშ დოლარად.

რეზიდენცია, რომლის ფართობიც 557 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 2009 წელს აშენდა და თანამედროვე სტილის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. შალეს ექსტერიერი და ინტერიერი უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალითა მოპირკეთებული. უმეტესად გამოყენებულია ხე და ნატურალური ქვა, რომლებიც კარგად ეხამება დეკორის ნივთების ნეიტრალურ ფერთა გამას და სახლში არაჩვეულებრივად მყუდრო გარემოს ქმნის.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26