RESIDENCE MALDIVES – ოტელი მალდივის კუნძულზე

სასტუმრო Residence Maldives — იდეალური თავშესაფარია მათთვის, ვისაც ყოველდღიური რუტინისგან დამალვა და სტრესული გარემოსგან თვის დაღწევა სურს.

ულამაზესი კუნძულის სიგრძე, სადაც ოტელია განლაგებული, 1 კილომეტრია, სიგანე კი მაქსიმალურ წერტილში მხოლოდ 120 მეტრს აღწევს. Residence Maldives-ში სტუმრებს არჩევანს სთავაზობენ კუნძულის ბუნგალოებსა და წყალზე განლაგებულ ქოხებს შორის.

1მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ათოლის იზოლირებულ კუნძულზე განლაგებული სასტუმრო The Leading Hotels of The World-ის ქსელს ეკუთვნის.

კუნძულისა და სასტუმრო კომპლექსის სილამაზე და ფუფუნება ნამდვილად შეუდარებელია. ოტელ Residence Maldives-ში 94 ვილა შედის, რომელთა ელეგანტური ექსტერიერი და ინტერიერი ჰარმონიულად ეხამება ტრადიციულ მალდივურ არქიტექტურას. კუნძულზე არის რამდენიმე სპა სალონი, ბარი და რესტორანი, რომელთაგანაც ზოგიერთი პირდაპირ პლაჟზეა განლაგებული.

2

სასტუმროს ნომრებში თანამედროვე ავეჯი ადგილობრივი არტეფაქტების ასლებთან და ხელოვნების ნიმუშებთან არის შეხამებული. ჩალის სახურავები, ნატურალური მოსაპირკეთებელი მასალები და ეთნიკური დეკორი კი გარემოს კიდევ უფრო მეტ მომხიბლაობას სძენს.

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17