ჰობიტების სასტუმრო მონტანაში

სასტუმრო “ჰობიტების სახლი”, რომელიც სტივ და ქრისთენ მაიკლსებმა ააშენეს, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ეს არც არის გასაკვირი. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, სასტუმრო დამსვენებელს უჩვეულო გარემოში დასვენებას სთავაზობს – ჰობიტების სოროში დასვენების მსურველი კი უამრავი აღმოჩნდა როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

1

სასტუმრო მონტანას შტატში (აშშ) თროუთ ქრიქიდან 8 კილომეტრში, ფიჭვის ტყეში მდებარეობს. სასტუმროდან თეთრი ფიჭვის ველისა და კოუგარ პიკის არაჩვეულებრივი ხედები იშლება, თომფსონის ჩანჩქრებამდე მანძილი კი მხოლოდ 8 მილს შეადგენს.

სასტუმროს აშენება მაიკლსებს 410 ათასი დოლარი დაუჯდათ.

2

პანსიონის ფართი 92,9 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ნაგებობას აქვს ორი საძინებელი, მისაღები და სამზარეულო ოთახები. მასში ღამის გათევა 245 აშშ დოლარი ღირს.

3

4

5

6

7

8

9

10

11

12