LEAF HOUSE – კრეატიული პროექტი

Leaf House – ეს ორიგინალური კონსტრუქცია არქიტექტურული სტუდია Mareines + Patalano Arquitetura-ს დიზაინერებმა და არქიტექტორებმა რამდენიმე წლის წინ დააპროექტეს. 1 საოცარი ბრაზილიური “ყვავილი”  რიო დე ჟანეიროს ახლოს, ულამაზეს პლაჟზეა “დარგული” და ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობათა რიცხვს ეკუთვნის. კონსტრუქციის შექმნის იდეა ინდური წარმოშობის ბრაზილიელ არქიტექტორს გაუჩნდა. Leaf House იდეალურია ცხელი ტროპიკული კლიმატისათვის. ფოთლის ფორმის თიხის სახურავი სახლს სიცხისაგან იცავს, მრავალრიცხოვან ვერანდებზე კი ოკეანის სასიამოვნო ნიავი უბერავს. 2 სახლში არ არსებობს თუნდაც ერთი კორიდორი – ყოველი სართული, ფაქტობრივად, მთლიანად გახსნილ სივრცეს წარმოადგენს, რაც სახლში ბუნებრივ ვენტილაციასა და შესაბამისად, გრილ ატმოსფეროს ქმნის. 3 ადამიანისა და ბუნების სრული ჰარმონია – ეს არის ძირითადი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც Leaf House აიგო. ოთახების გადასატიხრად სახლში, უმეტესად შუშის კარებია გამოყენებული, რომელთა გადაწევა მარტივადაა შესაძლებელი – შედეგად, სახლში მყოფი თავს აღარ გრძნობს “ოთხ კედელში” გამოკეტილად. არასტანდარტული ფორმის აუზი თითქოს შეუმჩნევლად ებმება სახლს, “გაივლის” სასადილო ზონასა და არაჩვეულებრივი წყალმცენარეებითა და ტროპიკული თევზებით სავსე მინიატურულ ტბას უერთდება, შემდეგ კი ტერასაზე “გადის” და უკანა ეზოში “აგრძელებს გზას”. 4 სახლის უკანა ეზო არანაკლებ თვალწარმტაცი და კომფორტულია – აქ არის მოწყობილი ულამაზესი ბაღი და კომფორტული დასასვენებელი ზონა ჰამაკებით. რაც შეეხება ინტერიერს, ის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა მოპირკეთებული. გამოყენებულია ფიჭვი, ევკალიპტი, ბამბუკი და ნატურალური ქვა. დაათვალიერეთ არაჩვეულებრივი Leaf House-ს ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში: 5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18