ტოტი-თარო ოლივიე დოულისგან

ტოტი-თარო ფრანგი დიზაინიერის ოლივიე დოულისაგან – ეს არის უნიკალური წიგნის თარო, რომელიც მუხისა და არყის უამრავი დეტალისგან შედგება.

ესთეტიკური, პოეტური, ფუნქციური და სკულპტურულიც კი – ალბათ, ასე შეიძლება დახასიათდეს დოულის ნამუშევარი.

1

ეს არაჩვეულებრივი თარო ძირითადად ორი ზომის მზადდება – 3,2 მეტრისა და 4,2 მეტრის სიგრძის.  თუმცა, კერძო შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია როგორც  ზომების კორექტირება, ისე თაროს განსხვავებული, მაგალითად კაკლის ხის მასალით დამზადება.

2

3

4