საიდუმლო სახლი სამხრეთ აფრიკაში

მთებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, სადაც ეს სახლი  დგას, Godswindow ჰქვია. ადგილი კილომეტრებით არის დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სიწყნარეში განმარტოებით ცხოვრება უყვარს.

1

სახლის პროექტი Gass Architecture Design Studio-ს დიზაინერმა გეორგ ვან დერ გასმა შეიმუშავა, ლანდშაფტის დიზაინზე კი პატრიკ უოტსონი მუშაობდა.

სახლს ნალის ფორმა აქვს, ისევე როგორც მის ირგვლივ არსებულ გარემოს. ნაგებობის ფორმისა და მოპირკეთების სტილის გაუბრალოება გამიზნულად მოხდა, რათა ყურადღების ცენტრში ბუნების სილამაზე დარჩენილიყო. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი ყველაზე “მწვანე სახლია” სამხრეთ აფრიკაში.

2

რეზიდენციამდე წყალგაყვანილობის მილებიც კი არ გადის – წყალი სახლს იქვე არსებული ბუნებრივი წყაროდან მიეწოდება.

პროექტი სამი საცხოვრებელი ბლოკით არის წარმოდგენილი. პირველ ბლოკში შედის საერთო ოთახი სასტუმრო და სამზარეულო  ზონებით, მეორეში – გასართობი ზონა, ხოლო მესამე ბლოკში ორი კეთილმოწყობილი საძინებელი ოთახი. სახლის შიდა ეზოში არის აუზი და პატიო.

ამჟამად შესაძლებელია სახლის დაქირავება – ერთი ოთახის ფასი ერთი ღამით 290 დოლარია. პარალელურად რეზიდენცია გასაყიდად არის გამოტანილი – მისი ფასი 2,6 მილიონ დოლარს შეადგენს.

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

Advertisements