STONE & TONE – ქვის ფორმის ბალიშები

Fivetimesone – არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფია პოლონეთიდან, რომლებიც ინტერიერის დეკორის არაჩვეულებრივ ნივთებს ამზადებენ.

განსხვავება ანალოგიური მიმართულების კომპანიებისაგან დიზაინერთა ჯგუფის მთავარი პრინციპია: დიზაინი მხოლოდ ბუნების კარნახით შეიქმნას.

1

Fivetimesone-ს დიზაინერთა ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია უნაკერო ბალიშების კოლექცია, რომელიც მთლიანად ნატურალური მატყლისაგან არის შექმნილი. კოლექციას stONE და tONE ჰქვია.

ბუნებაში ყველა ქვა განსხვავებული და უნიკალურია, ასევეა sTONE და tONE-შიც – კოლექციის ყველა ბალიშს უნიკალური და განსხვავებული ფორმა აქვს.

2

თითოეული ბალიში ხელით მზადდება და განუმეორებელი დიზაინი აქვს – მკვეთრი, ლამაზი და საინტერესო. შესაბამისად, ეს ბალიშებინებისმიერი თანამედროვე ინტერიერის დეკორის საუკეთესო ელემენტად შეიძლება გამოდგეს.

345