SKYPE-ს ოფისი პალო ალტოში

kype-ს ჩრდილოეთ ამერიკის განახლებული ოფისის დიზაინი კომპანია Blitz-ის არქიტექტორებმა და დიზაინერებმა შეიმუშავეს. ოფისი, რომლის ფართიც 5,015 კვადრატული მეტრია, პალო ალტოში (კალიფორნია, აშშ) მდებარეობს და მოხერხებულ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის 250 თანამშრომლისთვის.

1

ოფისის ინტერიერი  Skype-ს “სულს” ასახავს – ინოვაციურობა, ფუნქიცურობა, შემოქმედებითობა და სპონტანურობა კომპანიის წარმატების გარანტიაა.

ოფისის პროექტი სრულად შეესატყვისება “მწვანე” სტანდარტებს და LEED-ის სასერთიფიკატო პროგრამაში ვერცხლის ნიშანზე აქვს პრეტენზია.

2

ექსპლუატაციის ათი წლის შემდეგ შენობას ნამდვილად სჭირდებოდა განახლება. გადაწყდა, დემონტაჟი გაეკეთებინათ ზედმეტი კედლებისთვის და ლოფტის ტიპის სივრცე შეექმნათ. მთელი ოფისი მოფენილია მობილური თეთრი დაფებით, რომლებსაც კომპანიაში skype-its-ს უწოდებენ. ამ დაფებთან ხშირად არაფორმალური ბრიფინგები იმართება და ნებისმიერს, ვისაც რაიმე იდეა გაუჩნდება, შეუძლია იქვე მიაწეროს.

დიზაინის პროექტის მომზადებისას დიდი ყურადღება დაუთმეს აკუსტიკასაც. შეიქმნა სოეციალური საკონფერენციო დარბაზები და სატელეფონო სადგურები, სადაც ტესტირების პროცესი იმართება. სამუშაო ადგილები კი ისეა განლაგებული მთელ პერიმეტრზე, რომ თითოეულმა მათგანმა მაქსიმალურად გამოიყენოს დღის განათება. ამასთან, ისინი დაცული არიან ყოველგვარი ხმაურისაგან, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს კონცენტრირებას. ოთახები მოლაპარაკებების საწარმოებლად, ყავის სტენდები და დასასვენებელი ოთახები ოფისის შუა ნაწილშია განლაგებული. ამგვარად თანამშრომლების შეხვედრის ადგილი ოფისის ცენტრია, რომელიც ყველას აერთიანებს.

3

4

5

6

7

8

9

1011

12

13

14

15

16

17