ლასტიკა – მარტივი და მოსახერხებელი სავარძელი

ყველაფერი გენიალური მარტივია – ალბათ ეს გამოთქმა შეეფერება სავარძელს, რომელიც დიზაინერმა ველიჩკო ველიკოვმა (Velichko Velikov) იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანიისათვის LAGO შეიმუშავა.

1

კრეატიული სავარძელი სახელწოდებით Lastika გარეგნულად ფერად გვირილას წააგავს. მას საკმაოდ მარტივი კონსტრუქცია აქვს, რომელიც ლითონის კარკასისა და 40 ელასტიკური ფერადი ლენტისაგან შედგება. მიუხედავად ამისა, Lastika მეტად მსუბუქია, თუმცა ძალიან მოსახერხებელი და მყარი.

2

3