იტალიელი დიზაინერის გიგანტური ავეჯი

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა უმბერტო დათოლამ (Umberto Dattola) მილანის დიზაინის კვირეულზე ავეჯის უცნაური კოლექცია წარმოადგინა.

1

ექსტრავაგანტური ავეჯის შესაქმნელად დიზაინერმა ძველი რესტავრირებული ანტიკვარული კარადები, საწოლები, ტუმბოები და სკამები გამოიყენა, რომლებსაც უზარმაზარი კლაკნილი ფეხები მიამაგრა.

2

როდესაც დათოლას ავეჯის კოლექციას ათვალიერებ, გგონია, ეს ფანტასტიკური ნივთები პირდაპირ ზღაპრიდან გადმოვიდნენ და  ერთმანეთთან სასაუბროდ შეჩერდნენ.

3

“ადამიანმა ნივთებს არ უნდა მიანიჭოს იმხელა მნიშვნელობა, რომ მათ ფონზე რეალური ფასეულობები უმნიშვნელო გამოჩნდეს – აი, რა მინდოდა მეთქვა ჩემი კოლექციის საშუალებით”, – აღნიშნა დიზაინერმა.

4