მომავლის სამზარეულო

1

ამ ფუტურისტული სამზარეულოს დიზაინი არაბული წარმოშობის ბრიტანელმა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა კომპანიების – DuPont-სა და Ernestomeda-ს მხარდაჭერით შექმნა.

ჰადიდის მიერ დაპროექტებული სამზარეულო მომავლის შესახებ გადაღებული ფილმის დეკორაციას წააგავს, თუმცა სინამდვილეში არაჩვეულებრივად ფუნქციური და მოსახერხებელია.

3

კონსტრუქციის შესაქმნელად გამოყენებულია შედარებით ახალი მასალა – სახელწოდებით კორიანი (CORIAN).

ესაა ერთგვაროვანი კომპოზიტი, რომელიც შედგება პოლიმეთილმეთაკრილატისაგან და  ბუნებრივი შენაერთებისაგან, მათ შორის ბაუქსიტიდან მიღებული ალუმინის ტრიჰიდრატისგან. ეს უკანასკნელი კომპოზიტს სიმყარესა და მექანიკური დაზიანებების მიმართ მდგრადობას მატებს. კორიანისაგან დამზადებულ ნაკეთობებს გლუვი ზედაპირი აქვს და მეტად გამძლეა.

ყველა ეს თვისება კორიანს თანამედროვე სამზარეულოს კონსტრუირებაში შეუცვლელ მასალად აქცევს.

ჰადიდის მიერ შექმნილი სამზარეულო რამდენიმე სამუშაო ზონად იყოფა. საჭმლის მოსამზადებელი ზონა აღჭურვილია ჩაშენებული ქურითა და გასათბობი პანელით. აქვეა განათების სისტემა, DVD და mp3 ფლეერები. სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით სამზარეულოს ჰაერი არომატიზატორებით იწმინდება.

4

სამზარეულოს ნაწილს ექვსკუთხა ფორმა აქვს და მოიცავს ნიჟარას, ჩაშენებულ ჭურჭლის სარეცხ და საშრობ მოწყობილობებს. კედლის პანელები აღჭურვილია დიოდური განათებითა და თანამედროვე აუდიო სისტემით.

5

6

7

8