პატიოს ისტორია და იდეები დიზაინისთვის

50

ზაფხულის სიცხეში განსაკუთრებით აქტუალურია სუფთა ჰაერზე დასვენება, ამიტომ დღევანდელ პოსტში შევეხებით მთელ მსოფლიოში გავრცელებულ არქიტექტურულ ელემენტს – პატიოს და მოკლედ მოგითხრობთ მისი მოწყობის ძირითადი პრინციპების შესახებ.

პატიო არის საცხოვრებელი ნაგებობის ღია შიდა ეზო, რომელიც სხვადასხვა მხრიდან გარშემორტყმულია კედლებით, ჭიშკრებით, ხეების ან ბუჩქების მწვანე გალავნით.ის ესპანურ-მავრიტანული სტილის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.

თუმცა პატიოს მოწყობა ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში იყო მიღებული. შემდეგ შუა საუკუნეებში შიდა ეზოების ტრადიცია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში აღორძინდა, მოგვიანებით კი ლათინურ ამერიკასა და ისლამურ სამყაროშიც გავრცელდა.

ადრეული პატიოების მნიშვნელოვანი ელემენტი იყო მომღერალი ჩიტების გალიები, აქვე “სახლობდნენ ფარშევანგები, ხოხბები და სხვ. ფართო, კარგად დეკორირებული პატიოები უმეტესად წარჩინებულ ხალხს ჰქონდა. მიღებული იყო პატიოების ძვირფასი მოზაიკით მოპირკეთება და ზოგადად ძვირადღირებული დეტალებით მორთვა, რადგან ეს ადგილი თითოეული ოჯახის სიმდიდირის მაჩვენებელი იყო.

პატიოებში იმართებოდა სხვადასხვა წვეულება, ოჯახური სადილები და შეკრებები. პატიოს მოწყობა არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში არამედ ეკლესიებსა და ადმინისტრაციულ შენობებშიც იყო მიღებული.

პატიოს მთავარი ესთეტიკური დანიშნულება იყო შეექმნა გარე საფრთხეებისაგან დაცულობის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფერო.

ამჟამად პატიო უამრავ ქვეყანაშია გავრცელებული. განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, მექსიკასა და ავსტრალიაში. მისი დიზაინის პრინციპები ისე მკაცრად აღარაა დაცული, როგორც ადრე, თუმცა რაც შეეხება პატიოს ისტორიულ დანიშნულებას – ადამიანებისთვის დაცულობის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნას – თანამედროვე პატიოებშიც შენარჩუნებულია.

44

სტანდარტული პატიო მოიცავს:

  • პატარა დასასვენებელ ზონას;
  • აუზს, ფანტანს ან პატარა ტბორს;
  • გამწვანებულ ნაკვეთებს – გაზონს და/ან ყვავილნარს;
  • მცენარეთა სხვა ჯგუფებს – ხეებს ან ბუჩქნარს.

ასევე სუბტროპიკულ ზონაში, სადაც წყლის პრობლემა არსებობს, პატიოების შემადგენელი ნაწილია დიდი ავზები წვიმის წყლის აკუმულაციისთვის.

ხშირად პატიოს ფართი მოპირკეთებულია დამუშავებული ქვის ან ცემენტის ფილებით. პატიოს ცენტრალურ ელემენტს , ჩვეულებრივ, წარმოადგენს ფანტანი ან სხვა დეკორატიული ელემენტები: ხელოვნური ჩანჩქერი, ყვავილნარი, მოზრდილი ხე და სხვა.

ფანჩატურისმაგვარ გადახურულ ადგილას ალაგებენ ხალიჩებს, ბალიშებს ან სულაც შეზლონგებს. პატიო, ჩვეულებრივ არ არის სრულად  გადახურული, თუმცა მზისგან თავდასაცავად ხშირად აკეთებენ ტალავერს, სუროს ან სხვა მცოცავი მცენარის “ქოლგას”.

გვინდა წარმოგიდგინოთ თანამედროვე პატიოების დიზაინის რამდენიმე მაგალითი ჩვენს გალერეაში. სასიამოვნო დათვალიერებას გისურვებთ! ;)

45

46

47

48

49

1

3

4

5

6

8

9

10

11

12

13

14

15

16

17