ფეხსაცმლის ფორმის სასტუმრო ახალ ზელანდიაში

ეს პატარა უცნაური სასტუმრო, სახელწოდებით The Boot,ახალ ზელანდიაში, ნელსონის რეგიონში მდებარეობს.

The-Boot-Hotelროდესაც მიწათმფლობელმა სთივ რიჩარდსონმა ფეხსაცმლის ფორმის სასტუმროს აშენება გადაწყვიტა, ბევრი ამ წამოწყებას ირონიით უყურებდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ერთნომრიანი სასტუმრო ტურისტებს შორის პოპულარული გახდა, ახლა კი ის ნელსონის რეგიონის ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.

The-Boot-Hotel-3
ფეხსაცმლის ფორმის სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია აშენებული – უცნაურ შენობას გარს აკრავს ულამაზესი ბაღი, რომელიც 2006 წელს განახლდა.

The-Boot-Hotel-2სასტუმროს პატარა კაფეში, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს, სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან მომზადებულ კერძებს სთავაზობენ.

The-Boot-Hotel-4ფეხსაცმლის ფორმის სასტუმროში ღამის გათევა (პლუს საუზმე) ორ ადამიანს 300 ახალზელანდიური დოლარი დაუჯდება. ორზე მეტი დღით დარჩენის შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული.

The-Boot-Hotel-5

The-Boot-Hotel-6

The-Boot-Hotel-7

The-Boot-Hotel-8

The-Boot-Hotel-9