ხის სახლი კანადის მთებში

8

დასასვენებელი ხის სახლი კანადიდ მთებში, პორტ ჰარდის მახლობლად სტუდია Scott & Scott Architects-მა დააპროექტა და ააშენა. პროექტს Alpine Cabin ეწოდა. 

100 კვადრატული მეტრის ფართის პატარა კონსტრუქცია გამოირჩევა დახვეწილობითა და ერთგვარი მოკრძალებულობით  გამოირჩევა. მისი მშენებლობის პროცესში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მყარი მასალა გამოიყენეს, რათა სახლს კანადის მთების მკაცრი კლიმატისთვის გაეძლო.

უფრო ზუსტად კი მშენებლობისა და მოპირკეთებისათვის გამოყენებულია სხვადასხვა სახის ხის მასალა, რაც  სახლს მყუდროებას მატებს. პირველ სართულზე განლაგებულია საუნა, ასევე სააბაზანო, სამზარეულო და მისაღები ოთახები, ხოლო მეორე სართულზე კი არის ორი საძინებელი ოთახი და კაბინეტი. 

სახლი ეკუთვნის სნოუბორდისტებს, რომლებიც იქ დასასვენებლად ჩადიან. სახლში არ არის ელექტრომომარაგება, თუმცა აქ არის ღუმელი, რომლითაც გათბობის უზრუნველყოფა ხდება. წყალი კი მფლობელებს მეზობლად მდებარე წყაროდან მოაქვთ. 

დაათვალიერეთ Alpine Cabin-ის კიდევ 12 ფოტო ჩვენს გალერეაში:

13 12 11 10 9 7 6 5 4 3 1