ჰობიტების საქათმე

თუ ქათმები გყავთ, რატომ არ უნდა იცხოვრონ ლამაზ საქათმეში? მეინში (აშშ) მცხოვრებმა წყვილმა საკუთარი ხელით არაჩვეულებრივი საქათმეები ააშენა – ხისგან დამზადებულ პატარა ნაგებობებს ჰობიტის სოროს ფორმა აქვს.

110

ცხადია, ასეთი ფორმის საქათმეების მშენებლობის იდეა ცოლ-ქმარს “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჰობიტის” გავლენით გაუჩნდა.

საქათმეებში, რომლებიც ფიჭვის ხის მასალისგანაა დამზადებული, მაქსიმუმ 15 ქათმი ეტევა.

თავდაპირველად წყვილმა საქათმეები საკუთარი ქათმებისთვის გააკეთეს, თუმცა ფოტოები ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, საქათმეებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. შესაბამისად, ოჯახმა “ჰობიტების საქათმეების” წარმოება წამოიწყო. ამჟამად ისინი 3 სხვადასხვა ზომის საქათმეს ამზადებენ, ფერის შერჩევა კი შემკვეთთან შეთანხმებით ხდება.

10

9

8

7

6

5

4

3