ელიტური შალე საფრანგეთის ალპებში

Chalet_K2__11

Chalet K2 – ეს უზარმაზარი რეზიდენცია საფრანგეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. 500 კვადრატული მეტრი ფართობის შალეს დახვეწილი დიზაინი ტრადიციებსა და თანამედროვე ფუნქციურობას შორის იდეალური ბალანსის შედეგია.

Chalet_K2__2

საფრანგეთის ალპებში დასასვენებლად ჩასულებს შეუძლიათ დატკბნენ ერთი მხრივ ფუფუნებითა და კომფორტით, მეორე მხრივ რეტრო-ინტერიერისა და ულამაზესი გარემოს ხიბლით.

შალეს აქვს ხუთი საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი ბუხრით, თანამედროვე სასადილო ოთახი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო; ასევე დასასვენებელი ზონა კინოთეატრითა და ბარით.

Chalet_K2__3Chalet_K2__4

შალეს ყოველ სართულს აქვს ტერასა, ხოლო ფანჯრებიდან იშლება მთის ფერდობების ულამაზესი ხედი.

რეზიდენციის გაქირავების პირობებში შედის კერძო მოსამსახურის, დამლაგებლისა და შეფზარეულის მომსახურება, ასევე საუზმე, ჩაის ცერემონია, კანაპე და ვახშამი. სტუმრების განკარგულებაშია ასევე ავტომობილები ექსკურსიებისათვის, აუზი, ჯაკუზი, საბავშვო ოთახი და სხვ.

Chalet K2-ის სხვა ფოტოები:

Chalet_K2__5Chalet_K2__6Chalet_K2__7Chalet_K2__9Chalet_K2__10Chalet_K2_1Chalet_K2_8